უჩვეულო მოვლენა აშშ-ის 11 შტატში – ღამის ცაზე იდუმალი საფრენი აპარატები ჩნდება. დრონების გამოჩენა შტატების მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. აშშ-ის ხელისუფლება საფრენ აპარატებს საფრთხედ არ მიიჩნევს. თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვის ეკუთვნის დრონები, ან საიდან მოფრინავს ისინი. უპილოტო აპარატების ფრენის გამო ნიუ-იორკის სტიუარტის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენი ბილიკები თითქმის ერთი საათით დახურა. აშშ-ის ცაში უცნობი საფრენი აპარატების თემა აქტუალურია აშშ-ის კონგრესშიც, სადაც ამ საკითხზე განხილვა მიმდინარეობს.