„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრიუსელში, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის ფორუმში იღებენ მონაწილეობას. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა (IDU) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია რომ, IDU გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, „მის განგრძობით სვლას ავტორიტარიზმისკენ“. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია მოითხოვს პოლიტპატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას; რეზოლუციის თანახმად, IDU მოითხოვს, სამართლებრივ პასუხისგებაში იქნან მიცემული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავე პირები.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს, რეზოლუციას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.