ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციამ ვიშეგრადის ქვეყნებთან ერთად იმუშავა და პარალელები სწორედ ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მდგომარეობასთან გაავლო.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველო ამ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც ღია მონაცემების მცირე რაოდენობაში ვლინდება. ქვეყნის მთავარ პრობლემად ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არარსებობა სახელდება. ორგანიზაცია კანონმდებლებს საკითხზე მუშაობის დაჩქარებას მოუწოდებენ.