IDFI-ის კვლევა

საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევა წარადგინა IDFI-მ. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ქვეყანაში რუსული კომპანიები კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსებისა და მობილური ოპერატორების სფეროებში არიან წარმოდგენილი. მათ შორის საუბარია „ბილაინზე“, „ბორჯომზე“, „ვთბ ბანკსა“ და ტელეკომპანია „არ-ბი-ჯი“-ზე, რომლის ეთერში კვლევის თანახმად, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების თარგმანი გადის. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მეწილეები რუსეთის მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არიან, რომელთა ნაწილსაც რუსეთთან პოლიტიკური კავშირები აქვს.