„იდეალური დედა“ იწყება 

ყველასთვის საყვარელი სერიალი „იდეალური დედა“ პირველი არხის ეთერში ბრუნდება.

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მეორე სეზონის პირველ სერიას დღეს, „მოამბის“ დასრულების შემდეგ ნახავთ. სატელევიზიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე სერია ჩვენი ტელევიზიის ახალ აპლიკაციაზე, „მობაილ ტივიზე“ განთავსდა, სადაც სულ რაღაც რამდენიმე საათში ის 8 000-მდე ადამიანმა ნახა.