ICOMOS-ის დასკვნა გელათზე

კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭომ, „იკომოსმა“, გელათის მონასტერში 2021 წელს ჩატარებულ სამუშაოებზე დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. დოკუმენტში გელათის კედლის მხატვრობასა და სახურავის მოწყობასთან დაკავშირებული კვლევები და რეკომენდაციები დადებითადაა შეფასებული. კულტურის მინისტრის ინფორმაციით, გასული წლის ივნისში, გელათის კედლის მხატვრობის გადარჩენის მიზნით, მოწვეულ იქნენ საერთაშორისო დონის სპეციალისტები, რომელთა ანგარიშები, იუნესკომ შეფასებისათვის მრჩეველ ორგანოს – „იკომოსს“ წარუდგინა. დასკვნის მიხედვით, „იკომოსი“ ქართული მხარისგან მოითხოვს კედლის მხატვრობის იტალიელმა სპეციალისტებმა გელათში მუშაობა გააგრძელონ.

დატოვე კომენტარი