IBSU-ს სასამართლო პროცესი ორი კვირით გადაიდო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ორი კვირით გადაიდო.

პროცესის გადადების შუამდგომლობით მოსამართლეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მიმართა.

როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის ადვოკატი, მარიამ ჩიქოვანი აცხადებს, შემოსავლების სამსახური ფიქრობს, შეწყვიტოს თუ არა სამართლებრივი დავა.