„იბერიასთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საქმის სასამართლო განხილვა

დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება ტელეკომპანია „იბერიასთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის საქმის სასამართლო განხილვები.

ბრალდებულის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებების საქმეზე დართვა მოითხოვა.

ინტერესების დამცველის თქმით, საუბარია ოქუაშვილის განცხადებაზე, რომელიც 2004 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება და ამ პროცესში ირაკლი ოქრუაშვილი და ქიბარ ხალვაში ნეგატიურად არიან მოხსენიებულები.

ბრალდების მხარემ პოზიციის დასაფიქსირებლად დრო ითხოვა და სწორედ ამიტომ მოსამართლემ სხდომა 22 ოქტომბრისთვის გადადო.

2004 წელს ტელეკომპანია„ იბერიასთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევაზე ბრალი წარდგენილი აქვთ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს.