„იბერია 1999“ – „მალმიო“ პირველ არხზე

15:30, 08.07.2025

დღეს ევროტურნირების ახალი სეზონი იწყება. ქართული გუნდებიდან პირველად, საქართველოს ჩემპიონი ითამაშებს. თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში შვედურ „მალმიოს“ უმასპინძლებს – მეტოქეებმა მატჩის წინა ვარჯიში გამართეს. „იბერია“ შვედეთის ჩემპიონს თბილისის დროით 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი