„იარე, ლიზა“ - პრემიერა

კიდევ ერთი კინოსურათი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას უკავშირდება – კინოთეატრ „ამირანში“ რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის, „იარე ლიზას“ პრემიერა იმართება. ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისთის, ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც აფხაზეთის ომის დროს თავად იყო ომის რეპორტიორი. „იარე, ლიზა“ – საქართველოს და ბულგარეთის კოპროდუქციაა.