იარაღით ვაჭრობის საკითხი აშშ-ში

გამკაცრდება თუ არა კონტროლი იარაღზე – საკითხზე მსჯელობა გრძელდება.

1787 წელს დაწერილ ამერიკის კონსტიტუციაში ჩასწორება სულ 23-ჯერ გაკეთდა, რიგით მეორე ჩასწორება კი თანამედროვე ამერიკაში დღეს ყველაზე სადავო საკითხს წარმოადგენს. 1791 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ამერიკის მოქალაქეებს აქვთ უფლება თავდაცვის მიზნით შეიძინონ და შეინახონ ცეცხლსასროლი იარაღი. სკოლაში დატრიალებული მორიგი ტრაგედიის შემდეგ, დემოკრატი სენატორების უმრავლესობა ამ ჩასწორების შეცვლას და იარაღზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.