იარაღის ამოღება

უკანონო იარაღის ამოღების ფაქტზე, 1 პირია დაკავებული.

37 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით აიყვანეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „ნაგანის“ მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხევვაში, დაკავებულს 3-დან 6 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.