„იაპონური ბაღის“ რეკონსტრუქცია

 საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. რესტავრაცია უტარდება იაპონურ ბაღში განთავსებულ ტორის ჭიშკარსა და ხიდს. პროექტში ქართველი და იაპონელი სპეციალისტები არიან ჩართულები. მინიატურული ხიდი, ტასოტოს სტილის ქვის კოშკი, სიმბოლური დატვირთვის მქონე სხვადასხვა ჭიშკარი და უნიკალური სახეობის მცენარეები – ეს ყველაფერი 250 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ იაპონურ ბაღში ულამაზეს სანახაობას ქმნის.

ბაღის ახალი სიცოცხლე – ნახეთ თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში.