იაპონიის გრანპრის გამარჯვებულები

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ტოკიოს „გრან პრიზე“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ქართველ მოციგურავეთა სპორტულმა წყვილმა იაპონიის დედაქალაქში თავისუფალი პროგრამა ბრწყინვალედ შეასრულა და პირველობა არავის დაუთმო.

მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამაში მიღებული 70,28 ბალით მეორე ადგილს იკავებდა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონი იაპონელების – რიკუ მიურასა და რიუჩი კიჰარას დუეტის შემდეგ, თუმცა ანასტასიამ და ლუკამ თავისუფალ პროგრამაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ჯამში 213,05 ბალით შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ. მეორე ადგილზე მასპინძლები, მიურა და კიჰარა გავიდნენ, რომლებმაც მსაჯებისგან 209,45 ბალი დაიმსახურეს.