იაპონიის ელჩი საქართველოს პირველ არხს სტუმრობდა

15:35, 21.02.2022

წელს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეა. თარიღთან დაკავშირებით, ელჩი იმამურა აკირა საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა და გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთობის გაღრმავება იყო.

იაპონიის ელჩის განცხადებით, 30 წლის იუბილე ორივე ქვეყნისთვის დიდი დღესასწაულია. მისი თქმით, იაპონია ამაყია საქართველოს მიღწევებით, თუ როგორ განვითარდა ის, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების მიმართულებით. მაუწყებლის დირექტორის თქმით, ელჩმა მას დოკუმენტური ფილმები გადასცა, რომლებიც იაპონიის კულტურულ ცხოვრებასა და ტექნოლოგიურ წინსვლებს ასახავს. ფილმები პირველი არხის ეთერში გავა.

იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა, რის შემდეგადაც ორმა ქვეყანამ ურთიერთობები პოლიტიკაში, ეკონომიკაში და კულტურაში განავითარა. 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი როგორც საქართველოში, ასევე იაპონიაში.

 

მსგავსი