იაპონიაში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაღუპულები იმ შენობაში იმყოფებოდნენ, რომელიც ძლიერი რყევების დროს ჩამოინგრა. როგორც ცნობილია, მათგან ერთი ცხრა წლის გოგონაა.

6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ქვეყნის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ეპიცენტრში ქალაქ ოსაკასთან ახლოს არის.

ოსაკასა და მიმდებარე დასახლებებში ძლიერი რყევების შედეგად გამოწვეული დაზიანებების გამო, 200 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დროებით შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მუშაობაც.

ატომური ენერგიის სადგურებმა უკვე განაცხადეს, რომ მიწისძვრის შედეგად, სადგურები არ დაზიანებულა.