იაპონია მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავს აღნიშნავს

21:25, 16.08.2026

იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 81-ე წლისთავი აღნიშნეს.

ღონისძიებას, იმპერატორი ნარუჰიტო და დედოფალი მასაკოც ესწრებოდნენ. პარალელურად კი იაპონიის საზოგადოება ქვეყნის მთავრობას საომარი აგრესიის აღიარებასა და გააზრებისკენ მოუწოდებს. მოქალაქეების ნაწილი და ოფიციალური პირები ტოკიოში მდებარე იასუკუნის სალოცავს სტუმრობდნენ, რომელიც ქვეყნის მეზობლებისთვის იაპონური მილიტარიზმის სიმბოლოა. ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ომის დროინდელი სისასტიკის გამო სინანულის არარსებობაზე მიუთითებს. ომის წლისთავზე კურილის კუნძულებზე რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტმა ტოკიოს პროტესტი გამოიწვია. მოსკოვში კი ამბობენ, რომ იაპონიამ ისტორიის გაკვეთილები ვერ ისწავლა, რაც აზიასა და წყნარ ოკეანეთში ვითარებას ართულებს.

 

მსგავსი