იაპონია: კატების რეაქცია კუნძულ კიუსიუზე მომხდარი მიწისძვრის მომენტში (ვიდეო)
სამშაბათს, 28 ივლისს, იაპონიის სამხრეთით მდებარე კუნძულ კიუსიუზე 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც შენობებისა და გზების დაზიანება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოინგრა სავაჭრო ცენტრის ზედა სართული, რის გამოც შიგნით მყოფი ადამიანები დაბლოკილები აღმოჩნდნენ. თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დაშავებული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებაც გამოცხადდა, თუმცა გაფრთხილება მალევე გაუქმდა.
ამ ვიდეოზე ასახულია ქალაქ ბეპუს ტრადიციულ სასტუმროში მცხოვრები რამდენიმე კატის რეაქცია მიწისძვრის მომენტში.