იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იაპონიის წამყვანი გამოცემების წარმომადგენლები თბილისში, სიღნაღში, წინანდალში, მცხეთაში, ანანურსა და ყაზბეგში იმყოფებოდნენ. ტურის შემდეგ საქართველოს შესახებ იაპონიის წამყვან გამოცემებში ვრცელი სტატიები დაიბეჭდება.

პრესის ჟურნალისტების პარალელურად, საქართველოს იაპონიიდან წამყვანი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ეწვია. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ფილმს მოამზადებენ გადაცემისთვის, რომელსაც 15 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის ექვს თვეში იაპონიიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 %-ით გაიზარდა.