იანს სტოლტენბერგის განცხადება

საიუბილეო შეხვედრის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ნატო-ს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები. მათ შორის არის ტერორიზმი და რუსეთი. მან ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის აღზევების საკითხს, რომელზეც ნატო-ს ლიდერები ალიანსის ისტორიაში პირველად იმსჯელებენ.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო რჩება მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო ალიანსად და მან თანამედროვე საფრთხეებთან ადაპტაცია უნდა განაგრძოს. მან ასევე უპასუხა კითხვას, საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის მხრიდან კრიტიკული განცხადების შესახებ და განაცხადა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ნატო-ს მოკავშირეები ერთიანობის შენარჩუნებას ადრეც ახერხებდნენ და ახლაც შეძლებენ.