იანოშ ჰერმანი: ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება

18:09, 12.03.2018

რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისადმი პრემიერ-მინისტრის მიმართვას იანოშ ჰერმანი ეხმაურება.

გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც გაკეთდა რთულ მომენტში, მოითხოვს რუსეთის მხრიდან და რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უფრო მეტ ჩართულობას,- წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ჩვენ ვაკვირდებით შემდგომ კომპლექსურ დისკუსიას საქართველოში. ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება, – აღნიშნავს დიპლომატი.

მსგავსი