„იალონის“ წარმატებული ონლაინ-კონცერტები 

ქართული ანსამბლის კიდევ ერთი ონლაინ-კონცერტი ამერიკელი მსმენელისთვის.

იალონი“ საკუთარ შემოქმედებას ამჯერად მანჩესტერის უნივერსიტეტის მუსიკის და დრამის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს გააცნობს. ქალთა ანსამბლის პროგრამა ფოლკლორულ ნომრებს, მათ შორის საეკლესიო მუსიკას და ქალაქურ სიმღერებს მოიცავს.

ანსამბლ „იალონის“ წევრები ქართულ კულტურას ქვეყნის ფარგლებს გარეთ 30 წუთიანი ვიდეო კონცერტით უკვე მესამედ წარადგენენ. საერთაშორისო წარმატების პარალელურად, ქალთა ანსამბლი უცხოელი მსმენელისთვის ახალ კომპოზიციებს ამზადებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ კონცერტებზეც.