როგორ იქმნებოდა „დედა ენა“ – პირველი საკითხავი წიგნის შექმნის პროცესი, რეცენზიები, ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერები და ილუსტრაციები საგამოფენო სივრცეში გაცოცხლდება. დამთვალიერებელი გაეცნობა სახელმძღვანელოს ჩასწორებულ მონაკვეთებს და იმ უნიკალურ საარქივო მასალებს, რომლებშიც იაკობ გოგებაშვილს ცნობილი მწერლები საკუთარ მოსაზრებებს, შენიშვნებსა და შეფასებებს უზიარებენ.
საარქივო დოკუმენტებს შორისააა „დედა ენის“ მიხედვით შედგენილი და განადგურებას გადარჩენილი, ერთადერთი აფხაზურენოვანი ნაბეჭდი ეგზემპლიარიც. გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.