იაგო ხვიჩია “გირჩის” ახალი თავმჯდომარეა

პოლიტიკურ მოძრაობა “გირჩს”ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ პოსტზე ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიამ ჩაანაცვლა. პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭო და სარევიზიო კომისია დღეს გამართულ ყრილობაზე აირჩიეს.

შეკრება ორიგინალური იყო. ყრილობამ ელექტრონული მუსიკის ფონზე ჩაიარა, პარტიის ოფისში მისულ წევრებს და მხარდამჭერებს კი მწვადით გაუმასპინძლდნენ.