ია მეტრეველის სარჩელი

ია მეტრეველი ორგანიზაცია „რეფორმატორების“ თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის. მეტრეველი პატივისა და ღირსების შელახვისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

2012 წელს ია მეტრეველი ფონდ „ნუგეშს“ ხელმძღვანელბდა. 1 თვის წინ ზვიად კუპრავამ ფონდში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მოკვლევის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო. ია მეტრეველი აცხადებს, რომ კუპრავა მას ცილს წამებს და ყალბი დოკუმენტაციებით აპელირებს.

რაც შეეხება „რეფორმატორების“ თავმჯდომარეს, ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ზვიად კუპრავას თქმით, ფონდში თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას, ის კანონიერად მოპოვებული დოკუმენტებით და შესაბამისი მოწმეებით დაადასტურებს, რომლებსაც ია მეტრეველის სარჩელის განხილვაზე სასამართლოში მიიყვანას.