ია მეტრეველის განცხადება

15:23, 24.06.2019

შვილმოკლული მშობლები 20 ივნისის ღამეს მომხდარ შემთხვევაზე გამოძიებას ითხოვენ.

ია მეტრეველი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაძაბვაში და შემდეგ განვითარებულ მოვლენებში პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს ეს ადამიანები, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილმოკლული ოჯახები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ია მეტრეველი ეჭვს გამოთქვამს, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ. ია მეტრეველის თქმით, ამ ვარაუდს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებიც ამტკიცებს.

მსგავსი