​ჰუსიტების შეტევა – კონფლიქტის ახალი კერა ახლო აღმოსავლეთში

21:30, 11.09.2026

გეოპოლიტიკური კრიზისი ახლო აღმოსავლეთში კრიტიკულ ფაზაში შევიდა.

მსოფლიო ეკონომიკას ახალი საფრთხე ემუქრება – მიზეზი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ქმედებებია. მეამბოხეები მსოფლიოში მნიშვნელობით მეორე ბაბელ-მანდების სრუტეზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. მიზანი საუდის არაბეთის დროშის ქვენ მცურავი გემების სამხედრო ბლოკადაა. საპასუხოდ საუდის არაბეთი მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ავიადარტყმებს ახორციელებს და შტატებს დახმარებას სთხოვს. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა კონფლიქტში ჩარევაზე  უარი განაცხადა. თუ იემენელი ჰუსიტების გეგმა რეალობად იქცევა, ჰორმუზის სრუტის შემდეგ ბლოკადაში კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის საზღვაო კვანძი აღმოჩნდება. ექსპერტები ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებას უკვე პროგნოზირებენ.

მსგავსი