რუსთავის ბაგა-ბაღებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება. პროექტი რუსთავის მერის ინიციატივით, უკვე ერთი წელია ხორციელდება და ამ დროისთვის ტრენინგი ბაგა-ბაღების 600-ზე მეტ თანამშრომელს აქვს გავლილი. ტრენინგების კურსი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება და ინიციატორების განცხადებით, აღსაზრდელები სააღმზრდელო დაწესებულებებში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისს მიიღებს.