ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ახალგორში

ჰუმანიტარული კრიზისია კიდევ ერთ ოკუპირებულ რაიონში.

ახალგორის ე. წ. გადასასვლელის ჩაკეტვის გამო, ადგილზე ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ოფიციალურ თბილისს მიმართავს და მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებაში დახმარებას სთხოვს. დე-ფაქტო რეჟიმის მიერ ოთხი თვის წინ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო ოკუპირებულ ახალგორს ის ადამიანებიც ვერ ტოვებენ, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. რამდენიმე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. პრობლემებია ე. წ. საშვების გაცემის კუთხითაც, რაც ახალგორის მცხოვრებლებს შემოვლითი გზით სარგებლობის უფლებასაც უზღუდავს.