ღაზის სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
არაბულ ანკლავში ასი ათასობით ადამიანი საკვების ნაკლებობას განიცდის, რაც ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას იწვევს. ჰუმანიტარული დახმარების განაწილების სისტემას, რომელსაც ისრაელი მხარს უჭერს, გაერო გმობს. ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორში ბოლო სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლები ინგრევა. ანკლავში სამხედრო მოქმედებები ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებთანაც გრძელდება. ამჯერად თავდასხმის ობიექტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისი გახდა. 25 დასავლური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს ღაზასთვის დახმარების არასაკმარისად მიწოდების გამო აკრიტიკებენ და მის მიერ შეთავაზებული დახმარების მოდელს სახიფათოდ მიიჩნევენ.