ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით ჩაშვება დაიწყება, გაერო-ს კოლონებისთვის კი ჰუმანიტარული დერეფნები შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ძალები ავრცელებს. სამხედროების განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, როდის გაიხსნება გაერო-ს კოლონებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები ან სად განთავსდება ისინი. ასევე ნათქვამია, რომ სამხედროები მზად არიან, ჰუმანიტარული პაუზები მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში განახორციელონ. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედროების საბრძოლო ოპერაცია არ შეწყვეტილა.