პირველად ისტორიაში გაერო-მ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მასობრივი შიმშილი გამოაცხადა. სასურსათო კრიზისების მონიტორინგზე მომუშავე ჯგუფის დასკვნით ღაზის სექტორში, სადაც უკვე 22 თვეა ომია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს. ჰუმანიტარული ორგანიზაციების შექმნილ სიტუაციაში ისრაელის მთავრობას ადანაშაულებენ, რასაც თელ-ავივში უარყოფენ და საპასუხოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციაში სდებენ ბრალს. ანკლავში არსებული უმძიმესი ვითარების ფონზე, „ჰამასი“ ანკლავში არსებული ყველა შესასვლელის გახსნას მოითხოვს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი კი ღაზის სექტორის უდიდესი ქალაქის განადგურებით იმუქრება, თუ „ჰამასი“ ყველა მძევლის გათავისუფლებას არ დათანხმდება.