ჰუმანიტარული კრიზისი ახალგორში

მოლოდინი არ გამართლდა, ახალგორის ე. წ. გადასასვლელი არ გაიხსნა.

ადგილობრივების არაოფიციალური ინფორმაციოთ, ხუთთვიანი ტყვეობა შესაძლოა სწორედ დღეს დასრულებულიყო. თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ე. წ. გამშვები პუნქტის გახსნას ისევ არ ჩქარობს. შედეგად ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მოსახლეობა ვერ იღებს პენსიებს და საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რის გამოც მათი ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. რაიონის მკვიდრთა არაერთი თხოვნის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, ახალგორი ჩაკეტილი რჩება. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ადამიანებს გადაადგილების უფლება წართმეული აქვთ.

საოკუპაციო ხაზთან გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დღეს ის ორი ადამიანი ჩაწერა, რომელმაც, შეზღუდვის მიუხედავად, ახალგორიდან გამოსვლა მოახერხა.