ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის

18:28, 27.03.2022

საპატრიარქომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 40 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა. ნაწილი უკვე უკრაინაშია, 25 ტონამდე კი, სამების საკათედრო ტაძრიდან დღეს გაიგზავნა. შემოწირულობა მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა. მსურველებს საშუალება ჰქონდათ უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება ნებისმიერ ტაძარში მიეტანათ. შემოწირულობის შეგროვებისკენ ეპარქიებს კათალიკოს-პატრიარქმა მოუწოდა.

მსგავსი