ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენმდივნის მოადგილის ანგარიში

სირიის ჩრდილო-დასავლეთი, საბრძოლო მოქმედებების გამო, ბოლო ერთ წელიწადში 900 000-მდე ადამიანმა დატოვა. ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, დევნილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. გაერო-ში ამბობენ, რომ დევნილები ქუჩებში ცხოვრობენ, რადგან ბანაკები გადატვირთულია, პატარა ბავშვები კი სიცივისგან იღუპებიან. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები არაპროპორციულ ხასიათს ატარებს, რის გამოც, სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, ბაზრები, მეჩეთები და საცხოვრებელი უბნები ნადგურდება. შექმნილი მდგომარეობის გამო, გაერო სირიის ჩრდილო-დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოდის.