Human rights watch-ის ანგარიში და შეფასებები 

სამართლიანი არჩევნების შემდეგ მონაცემების და დასკვნების დაზუსტებას „ქართული ოცნება“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც ითხოვს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ 24 ადგილობრივი ორგანიზაციის შეფასება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩი“ დაეყრდნო, დამატებით განმარტებებს ითხოვს. საუბარია შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს დასკვნა ამავე ორგანიზაციების მიერ ცალკე გავრცელებულ ანგარიშებში ფაქტებით გამყარებული არ არის.