„ჰუავეის“ პროექტები საქართველოს სკოლებისთვის

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei საქართველოს სკოლებს სმარტ კლასების მოწყობაში დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების მინისტრმა კომპანიის ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა. მას გააცნეს უახლესი გამოგონებები და ის ინოვაციური პროექტები, რომელსაც Huawei სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს. ახლო მომავალში კი თბილისის ერთ-ერთ სკოლას, ასეთი საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას ჩინური კომპანია უფასოდ გადასცემს.