ჰრანტ მათევოსიანის საღამო „კავკასიურ სახლში“

„კავკასიურ სახლში“ პროექტ „კულტურის კალენდრის“ ფარგლებში მეოცე საუკუნის გამოჩენილი სომეხი მწერლის  ჰრანტ მათევოსიანის საღამო გაიმართა. ღონისძიება მწერლის იუბილეს მიეძღვნა.

ჰრანტ მათევოსიანის შემოქმედებაზე არმენოლოგმა ზეზვა მედულაშვილმა ისაუბრა, რომელიც სომხურიდან მწერლის ნაწარმოებების ქართული თარგმანების ავტორია.

„კავკასიური სახლის“ ინიციატივით იგეგმება გამოჩენილი სომეხი მწერლის მოთხრობების სრული კრებულის გამოცემა.