„ჰორიზონტი” - პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ.

რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ნამუშევრის –ჰორიზონტის მსოფლიო პრემიერა ფესტივალის სექციაში პანორამა გაიმართება.

ორი ქვეყნის, საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციაზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მთავარ როლებს  ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

თითქმის ორთვიანი გადაღებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა. მასშტაბურ პრემიერამდე და კინოკრიტიკოსების შეფასებამდე კინოსურათის მთავარ ეპიზოდებს თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში ნახავთ.