ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. თარიღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო, შეკრებილებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით კონკურსანტების ვიდეორგოლის ჩვენება და მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდა. შეხვედრას დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.