საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს ისრაელის საელჩომ და საქართველოს პარლამენტმა.
შეხვედრაზე მყოფებმა გაიხსენეს ჰოლოკოსტი, როგორც კაცობრიობის გაკვეთილი. ცერემონიაზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და პატივისცემის ნიშნად სანთლები აანთეს. საქართველოში ისრაელის ელჩმა ხაზი გაუსვა ანტისემიტიზმის შემაშფოთებელ ზრდას მსოფლიოში და აღნიშნა, რომ ამ პროცესში უდიდესი და კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას. ამასთან ერთად, ჰადას მეიცადმა დღეს მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. ცერემონიაზე ასევე აღინიშნა საქართველოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პირველი სახელოვნებო კონკურსის დაწყების შესახებ, რომელიც ისრაელის საელჩომ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატები, ებრაული თემის წევრები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.