ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

18:22, 25.01.2026

ქართულ-ებრაული მეგობრობის მუზეუმში ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას“ ინიციატივით, ჰოლოკოსტის ტრაგედიასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოში ისრაელის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი სწორედ ამ დღეს უკავშირდება. 81 წლის წინ, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან ტყვეები გათავისუფლდნენ, რის შემდეგაც 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების სისასტიკეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ სიკვდილის ბანაკებში ექვს მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. გაერო-მ ეს თარიღი აღიარა ხსოვნის დღედ, რადგან სწორედ 1945 წლის 27 იანვარს გათავისუფლდნენ ტყვეები საკონცენტრაციო ბანაკებიდან.

მსგავსი