ჰოლოდომორის 90 წლისთავი

ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ტვიტს, უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკისალომე ზურაბიშვილს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორივე ერმა რუსეთისგან ბევრი ტანჯვა გამოიარა. „სოლიდარული ვართ უკრაინის ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება.”- დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

„ვაფასებ თქვენს სოლიდარობას. ჩვენმა ერებმა ბევრი ტანჯვა გადაიტანეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი.“ დაწერა პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა.