ჰოლივუდის დიდების ხეივანი

ჰოლივუდის დიდების ხეივანი დღეს ჰოლივუდის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ამერიკული შოუ ბიზნესის ისტორიას გვიყვება. მისი დაარსების იდეა მეოცე საუკუნის 50-იანი წლებში გაჩნდა, მიზანი ამერიკული კინოინდუსტრიის მიღწევების ასახვა იყო. დღეს ხეივანში ვარსკვლავის გახსნა წარმატებასა და აღიარებასთან ასოცირდება, თუმცა ბევრი ისეთი ცნობილი მსახიობია, რომელსაც ვარსკვლავი ჯერ არ აქვს გახსნილი, მათ შორის ისეთი ცნობილი სახელებია, როგორიც მაგალითად:  კლინტ ისტვუდი, ჯორჯ ქლუნი, ჯულია რობერტსი, ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიოა. უფრო ვრცლად ჰოლივუდის დიდების ხეივნის ისტორიის შესახებ გვანცა გიორგაძე გიამბობთ.

ახალი დღე