„ჰოლიდეი ინში“ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, ბრალდებული კი დაკავებულია. ადგილზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა რომ სასტუმროდან იარაღის სავარაუდო გასროლის ფაქტზე 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სასტუმროს პერსონალმა სავარაუდოდ გასროლის ხმა გაიგო. მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, შეძენა, ტარებას გულისხმობს.