„ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები

საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ახალ დასკვნაში ხვდება.

„ჰიუმან რაითს ვოჩის” მიერ ადამიანის უფლებებზე მომზადებული ანგარიშის შინაარსი მწვავეა. დოკუმენტში საუბარია საარჩევნო სისტემაზე, მედია-გარემოზე, ასევე ივნისის მოვლენებზე და აქციის დაშლაზე. ავტორები საპროტესტო გამოსვლას მეტწილად არაძალადობრივად მიიჩნევენ და გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყების მხრიდან შერჩევით მიდგომებზე მიუთითებენ.

დასკვნაში გაკეთებული შეფასებები მიუღებელია მმართველი გუნდის წევრებისთვის, რომლებიც დოკუმენტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებზე მიანიშნებენ.