ჰირაქსის ნაშთი
თანამედროვე სამყაროში ბიომრავალფეროვნების დაახლოებით ოცდათექვსმეტამდე ჰოთსპოტი არსებობს, რომელიც განსაკუთრებული ეკოლოგიური მნიშვნელობით გამოირჩევიან, მათ შორის ერთ-ერთი კავკასიაა. კავკასიის რეგიონი უნიკალურია თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი ეკოსისტემით, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ ენდემურ, ისე გლობალური მნიშვნელობის სახეობებს. ამ რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი გარემო საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და გამოვიკვლიოთ ბუნებრივი ცვლილებები და ეკოლოგიური პროცესები, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო გარემოსდაცვით კვლევებში.