ჰესების სამშენებლო სამუშოები კახეთში
ეკონომიკის მინისტრი კახეთში ჰიდროელექტროსადგურ „სტორი ჰესისა“ და ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი – ახალი თელავის“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ქვეყნის ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და კომპანია Mitas Energy and Metal Construction-ის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს განახლებულ ხელშეკრულებას 110 კილოვატი ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი – ახალი თელავის“ მშენებლობის შესახებ. აღნიშნული პროექტის თავდაპირველი ღირებულება 12 მილიონ ნახევარ ევროს შეადგენდა, თუმცა ახალი დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 3 მილიონი დოლარით შემცირდა. რაც შეეხება „სტორი ჰესს,“ მისი საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონი დოლარია.