ჰესები დაცულ ლანდშაფტებზე

ხმაურით დაიწყო პარლამენტში მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის განხილვა. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც დაცულ ლანდშაფტში ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შანსებს ეხება.

სადავო ინიციატივა მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ თვეების წინ წარუდგინა, თუმცა მაშინ მმართველ გუნდშიც კი მისი თავდაპირველი ვერსია მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც პროექტის კორექტირება იგეგმება.

ინიციატივის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ გარანტიას, რომ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა არ დაიწყება.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, დათანხმდება თუ არა მთავრობა დეპუტატების მოთხოვნას.