ჰერმან საბომ უზენაეს სასამართლოსთან ბრიფინგი გამართა

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, მთაწმინდის ოლქში „გირჩის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ უზენაეს სასამართლოსთან ბრიფინგი გამართა. ის სასამართლოში შექმნილ ვითარებას კლანურ მმართველობას უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ის მოსამართლეები, რომლებიც ღიად დაადასტურებენ კლანის არსებობას სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად დაინიშნებიან, ისევე როგორც ყველა კეთილსინდისიერი მოსამართლე.